საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა.

საიას შეფასებით, ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.

“საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ”,- აცხადებს ორგანიზაცია.

მათი თქმით, კონსტიტუციით განმტკიცებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ეკისრება შრომისა და გადაადგილების თავისუფლებაზე ექსკლუზიური საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესების ვალდებულება.

“ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, მთავრობა პარლამენტის მიერ დაწესებული სტანდარტების ზედმიწევნით აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ხელისუფლების დანაწილების ის მოდელი, რასაც კონსტიტუცია გვთავაზობს. ამის საპირისპიროდ, რეალურად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა შრომის და გადაადგილების კონსტიტუციურ თავისუფლებების შემზღუდველ ჩარჩოს, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, აწესებს მთავრობა, რომელიც არის თავისივე დაწესებული შეზღუდვის აღმასრულებელი. ასეთ ვითარებაში, მთავრობის უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური უფლებები მთავრობის გაუმართლებელი ჩარევისაგან და იმავდროულად აიძულოს პარლამენტი, შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – მთავრობას დაუწესოს შრომის და გადაადგილების თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩო”,- წერია საიას განცხადებაში.

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას.

“აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას”,- აღნიშნავს საია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

ასევე, აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად. 

მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს – მელია მერაბიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას...

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე...

ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

"ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის "-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა,...

ევროსაბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიკავონ პარლამენტში მოპოვებული ადგილები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას...

ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

"ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,...

“ეს მავნებლები გავისტუმროთ” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. კითხვაზე, "არის თუ არა შანსი,...

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო