სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი– რატომ ლობირებს პრეზიდენტი იდეას, რომელიც რეგიონში რუსეთს აძლიერებს

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება მწვავე რეაქციის მიზეზი ხდება.  სალომე ზურაბიშვილმა “ელჩების კონფერენცია 2020-ზე” კავკასიის სტაბილურობაზე ისაუბრა და მოიწონა ე.წ. “კავკასიური პლატფორმის იდეა“:

“კონფლიქტი კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის. საქართველოს დროშა არ შეიძლება იყოს პასიური ‘კავკასიის პლატფორმაზე’, ჩვენი ისტორიული როლი იყო და არის ყველას ერთად შეკრება. ვიმედოვნებ, რომ 2021 იხილავს ამაში ჩვენს აღორძინებას”, – თქვა ზურაბიშვილმა.

რას წარმოადგენს კავკასიური პლატფორმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოსწონს:

დეკემბრის დასაწყისში  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი “პოზიტიურ ნაბიჯებს” გადადგამს.

ერდოღანმა თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა – რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს – ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია იდეით.

“თუ სომხეთი პოზიტიურად განავითარებს ამ პროცესს, ჩვენ გავუღებთ მას საზღვრებს. ჩვენი ერთდერთი ინტერესია, რომ მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ მშვიდობაში”, – თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთმა ადგილზე სამშვიდობოები განალაგა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი და თურქეთი ერთობლივად დააკვირდებიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე.

“კავკასიური პლატფორმის“ იდეაზე სალომე ზურაბიშვილმაც  11 დეკემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზეც ისაუბრა:

“ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ ‘კავკასიური მშვიდობის პლატფორმის’ იდეაზე… გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი”.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას ბუნდოვანი იყო, რას გულისხმობდა ზურაბიშვილი, მას შემდეგ კი, რაც მან მსგავსი განცხადება უკვე ელჩების კონფერენციაზე გააკეთა, მის პოზიციას კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

უცხოელი პარტნიორებისთვის საინტერესოა, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ‘კავკასიური პლატფორმის’ პოპულარიზაცია, როდესაც ეს ხელს უწყობს რეგიონის საქმეებში რუსეთის ჩარევას და აცემენტებს ოკუპანტს საზღვრებზე.

ისინი კრიტიკით შეხვდნენ ზურაბიშვილის ნათქვამსაც, რომ “მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენს რეგიონში ყველასთვის”, რადგან ვიცით, რომ ყარაბაღში “მშვიდობის დაბრუნებას” რუსული ჯარები ახორციელებენ. ეს კითხვა იან კელიმაც დასვა:

“რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში?”- ასე ეხმაურება Twitter-ზე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ელჩების კონფერენცი 2020-ზე”  სიტყვით მიმართვას.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ კი კრიტიკული განცხადებები, არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების, არამედ ოპოზიციის მხირდანაც გაკეთდა. მათი თქმით, ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე მოხდება.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის, ტვიტს, სადაც დიპლომატის აინტერესებს, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას, ეხმაურება და ტვიტერზე წერს:

“შეცდომა… განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავას ნებას საქართველო, თავის საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში “რუსი სამშვიდობოების” გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ?” – დატვიტა გენერალმა.

 

ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას – მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზზე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის...

დღეს საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი...

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა....

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება..” – თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში...

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება. რომელი გამოქვაბულიდან გამოხვედი?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე...

ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება – ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე

"ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება"- ამის შესახებ  ჟურნალისტმა ელისო კილაძემ...

გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე – თურნავა

"ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე. ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია" -ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია...

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, კობახიძეს, არც სხვას – სამადაშვილი

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს...

აქტივისტები კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ

აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო