სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება საქართველოს შემადგენლობაში – აშშ-ის ელჩი ეუთოში

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. ეს განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.

ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

“2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები. ეს არ შეიძლება განიხილებოდეს განცალკევებით და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქმედებები და სიმბოლო. ეს ქმედებები გვახსენებს ყირიმში ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რომელზეც დღეს, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, ჩაატაროს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯების გამოსარკვევად, რაც გადაჭრის ამ კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ამ ურთულეს პერიოდში.

თქვენი ამოცანა, წარმომადგენლებო, რომ ეს კონფლიქტი გადაგეჭრათ, არასდროს ყოფილა მარტივი და კიდევ უფრო გართულდა გლობალური კორონავირუსის პანდემიის გამო. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ. შეერთებული შტატები აფასებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უნიკალურ როლს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელებაში და ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, 2020 წლის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, 10-11 დეკემბერს მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ. რუსეთის ფედერაციის ქმედებები ამ საკითხში აღქმული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ქმედებებისა და მიზნების ერთიანი სურათის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ცალკეული შემთხვევა.

ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა.

რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

კმაყოფილი ვართ, რომ ივლისსა და სექტემბერში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები დადებით გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვემხრობით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ამ ინსტრუმენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვასა და კონფლიქტით გამოწვეული დარტყმის შემსუბუქებაში.

მოხარული ვიქნებოდით, საქართველოში ეუთოს საველე წარმომადგენლობის აღდგენით, რომელიც შეძლებდა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ შეუფერხებელად მუშაობას. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა გილმორმა.

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 1342

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების ინფიცირების 4 033ახალი შემთხვევა...

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4...

უახლოეს დღეებში გაიმართება – კახიანი მოლაპარაკებების მე-3 რაუნდზე

ქართული ოცნების წევრის, გიორგი კახიანის თქმით, ელჩებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეიძლება უახლოეს დღეებში გაიმართოს. "შესაძლებელია,...

ბაღდათში ოჯახი დააყაჩაღეს – 80 წლის კაცი სცემეს და ფული გასტაცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში კომენდანტის საათის დროს გუგუციძეების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში ამ დროს მოხუცი...

ქუთაისში სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და კომპანიიდან ფული და ოქროს ნივთები მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო- სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც ჩანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განაახლა. ამის შესახებ, ოქრუაშვილი...

იმნაძის განცხადებით, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების...

UNICEF – საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო