სანამ მსოფლიო Сovid-19–ს ებრძვის, წითელათი სიკვდილიანობა იზრდება

2019-2020 წლებში  მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა წითელათი ავადობა. ამის შესახებ ჯანმოსა და აშშ–ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. გასულ წელს წითელათი 869 770 ადამიანი დაავადდა. ეს 1996 წლის შემდეგ ყველაზე მღალი მაჩვენებელია.

ამასთან, 2016 წლიდან მოყოლებული  წითელათი სიკვდილიანობა გაორმაგდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი უწყინარ საბავშვო დაავადებად თვლის. გასულ წელს მსოფლიოში წითელას დაავადებით 207 500 ადამიანი გარდაიცვალა.

ექსპერტები სამწუხარო სიტუაციას იმას უკავშირებენ, რომ ბევრი ბავშვი დროულად ვერ იღებს  წითელასგან დამცავი MCV1 და MCV2 ვაქცინების ორმაგ დოზას. ამ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის 95% უნდა იყოს აცრილი. მსოფლიოში MCV1–ით  ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 85%–ს შეადგენს MCV2–ით ვაქცინაციისა კი 71%–ს.

“მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, როგორ არ უნდა დავუშვათ წითელას აფეთქება. ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“– ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი.

2020 წელს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

26 ქვეყანაში წითელას აცრა 94 მილიონი ადამიანისთვის კარანტინის გამო გადაიდო და მხოლოდ 8 ქვეყანაში განახლდა (ბრაზილია, ნეპალი, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ნიგერია, ეთიოპია, სომალი)

“ერთ მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლა მეორე დაავადების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. აუცილებელია ყველა ინფექციისგან იმუნიზაციის გაგრძელება, რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინები არსებობს“ – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტ ფორი.

“მართალია მთელი მსოფლიოს ჯანდაცვა კოვიდ 19–ით არის დაკავებული,მაგრამ არ შეიძლება  შესუსტდეს სხვა ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა. წითელა ასი პროცენტით შეიძლება აღიკვეთოს. მისგან არავინ უნდა კვდებოდეს“– ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია Gavi–ს წარმომადგენელი სეტ ბერკლი. ეს ორგანიზაცია ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაციით არის დაკავებული.

წითელას ვირუსი ძალიან სწრაფად გადამდებია. 6 ნოემბერს ჯანმომ და იუნესკომ მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს სასწრაფო ზომები მიიღონ წითელას და პოლიომელიტის გავრცელების წინააღმდეგ. გაერო განსაკუთრებით შეშფოთებულია ნიგერიაში არსებული სიტუაციით, რომლის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს. წითელას ვაქცინაციის დონე კი სულ 54%–ს.

აქ ბოლო თვეებში წითელათი დაავადების 65000–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1200 –მდე  ადამიანი, ძირითადად ბავშვები. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გამაოგნებელია, როცა არსებობს უსაფრთხო, კარგად შემოწმებული, იაფი ვაქცინა.

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო