საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსების 3 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ცესკო

საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.

“საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსი სანიტარულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით წარიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია; თუმცაღა საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია. ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი არ აღემატებოდა 15 წუთს.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

“სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება“–ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან ტელეეთერით გააკეთა. მისი თქმით,...

“ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

მომღერალი  და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან...

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები,...

ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი...

8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 8 წელი ინფრასტრუქტურის "ფორმაში მოსაყვანად" საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით,...

ვადასტურებ, ჩემი მთავრობა შეეხო თითოეულ ოჯახს, გაუჩნდა შუქი, გამოიხედა თვალებში – სააკაშვილი კალაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ "არ არსებობს...

ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე...

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "არ არსებობს სფერო, სადაც არ არის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო