საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს, ჰესები აღარ არის პრიორიტეტი – სააკაშვილი

“დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს.

“მე, ჯერ ერთი, ამ ბიჭების უმრაველსობა მესიმპათიურება, უბრალოდ, ადამიანურად. მიმაჩნია, რომ მათი უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. ახლა თქვენ ელაპარაკებით ადამიანს და თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქრათველო იყო ბოლომდე ჩაბნლებული. ჩვენ არ შეიძლებოდა, რომ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში და საქართველო გამქრალი ყოფილიყო მსოფლიო რუკიდან. ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი.

მეორე არის საკითხი, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იმის ფონზე, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდეობა 50 ათასიდან 7 მილიონი იყო ჩემს დროს და მერე 8-საც გამოკრა ხელი ინეცრიით, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში. მე, მიხეილ სააკაშვილს რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება…

ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს.

მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები არის საქართველოს პრიორიტეტი.. მიმაჩნია, რომ დიდი მიამიტობაა რბილად რომ ვთქვათ, რომ ჩავთვალო, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში არაა არაფერი არ ხდება საქართველოში მის გარეშე. ერთი ჩიტი ვერ გადაიფრენს ბიზნესში საიდანაც ივანიშვილი არ იღებს თავის წილს. ეს იცის ყველამ, ვისაც ჰქონია საქართველოში ბიზნესთან შეხვედრა, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ 826 000 დაიხარჯა, თუმცა სარემონტოა – ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 დაიხარჯა, თუმცა მეტრო...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...