საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს და   მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ  ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ.

ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება მათი მხრიდან არ ხდება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის ითხოვენ პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოგიწოდებთ დაიცვათ შემდეგი წესები:

  1. არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება: საგადახდო ბარათის მონაცემები, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთჯერადი SMS კოდი, სატელეფონო აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
  2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და, ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედ განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე დაშვებული იყოს მართლწერის შეცდომები.
  4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შეთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
  5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. WHOIS მომსახურების ვებგვერდზე -https://who.is/, მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
  6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406.“–ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა – თინა ხიდაშელი

ახლა ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვახტანგ გომელაურის მხრებზე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა - ან სახელმწიფო დამარცხდება...

შსს-მ ქარელში საკრებულოს დეპუტატის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქარელში, სოფელ ლეთეთის მახლობლად ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,...

“გეხვეწები სამნი წავიდეთ” “არა, ხუთი!” – ვრცელდება თავდამსხმელისა და გალდავას დიალოგის ჩანაწერი

ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს, იმ აუდიო-ჩანაწერს, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც...

როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა:„შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“ – კვარაცხელია

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება...

ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება – უგულავა ზუგდიდზე

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის...

ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება – უგულავა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უამრავი...

თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები – გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გადაიხადა ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი ნახევარი მილიონი...

შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა, არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მათ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა არავითარი თანხა...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო