საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

48

აქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები.

„დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები.

წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას – საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ორივე ფეხი აქვს დაშლილი, სახე ჩაფშვნილი”- ჰიპ-ჰოპ არტისტი Ras Green-ი მესამე...

ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green დღეს დილით მესამე სართულიდან გადმოვარდა.აღენიშნება მრავლობითი...

მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს

ინდოეთში მაიმუნების ჯოგი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს დაესხა თავს. მაიმუნებმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სისხლის...

აშშ-ში CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს – ნახეთ ვიდეო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, CNN- ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად...

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დააკავეს  ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც ბრალად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა...

ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განზრახული აქვს “კავშირი...

საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე...

ნიუ იორკში უმუშევრად დარჩენილებს ბინის ქირას სახელმწიფო გადაუხდის

ნიუ იორკი ერთ–ერთი პირველია ამერიკის დიდი ქალაქებიდან, სადაც სოციალური იზოლაციის ზომები შემოიღეს. კარანტინზე დაკეტილ...

სარკე არ ირეკლავს, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, დაიკარგება – გუბაზ სანიკიძე კობახიძეზე

გუბაზ სანიკიძე მმართველი გუნდის წევრებს აფასებს და ამბობს, რომ მათ თანამდებობის მიღების შემდეგ დაიწყეს...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

კავშირი მოწევას და Covid19-ს შორის – ნიუ იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ...

შოუ ბიზნესი

მთავარ არხზე ახალი ქართული სერიალი იწყება კარგად ნაცნობი მსახიობების მონაწილეობით

"მთავარ არხზე" ახალი სერიალი იწყება.  "დიდი ოჯახი" იუმორისტული სერიალია, რომელიც ტრადიცილური სიტკომის წესების დაცვით იქნება გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს თან ახლავს მაყურებლის გულწრფელი...

ვიდეო