საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში-1 328.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

“2008 წელს საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა“–ჯონ ტეფტი აშშ–ს ახალ სახელმწიფო...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი...

გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები – ალეკო ელისაშვილი “ოცნებაზე”

"გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები"- ასე აფასებს, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური საქმეების...

იენს სტოლტენბერგი მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა...

მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება – ლინკევიჩუსი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.ამის შესახებ...

სოხუმში ამბობენ, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა UNICEF-ისგან მიიღეს და არა საქართველოსგან

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10000 ცალი ვაქცინა საქართველოსგან არ მიუღიათ და მათ ...

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

ხვალიდან, 3 დეკემბრიდან, 24 დეკემბრის ჩათვლით 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება. შემოსავლების სამსახუხურის...

“ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა“–ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილს იხენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და მათ მეგობრობას...

პარტიების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. "პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო