საჩივრების დაუსაბუთებელი გადაწყვეტა არჩევნების შედეგების დაბალ ნდობას უფრო ამცირებს – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება 4-5 ნოემბერის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე  და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ.

DRI უარყოფითად აფასებს დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე პროცედურებით საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებას, რასაც საარჩევნო კანდიდატების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის განცხადებით, სიტუაციის ნორმალიზების ვალდებულება სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებში, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე შეფასდა, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი, აუცილებელია ცალკეული უბნების შედეგების ხელახალი დათვლა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვა. ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები, ავტორთა მონაწილეობის გარეშე. ასევე, საჩივრების განხილვაზე დასწრების შეზღუდვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კომისიის წევრთა მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საჩივრის ავტორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით, აღნიშნულ პირთა დაკავება და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები”, – წერია DRI-ის განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა, აღნიშნულ ძალადობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა და საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით განხილვა ამცირებს ნდობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაც ისედაც კრიტიკულად დაბალია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას:

  • “შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს 4-5 ნოემბერს საარჩევნო ოლქებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება.
  •  საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა წარიმართოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურებით, საჩივრის წარმდგენ პირთა მონაწილეობით”, – ნათქვამია NGO-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, 9 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების, დეპუტატებისა და დამკვირვებლების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

ხვალიდან, 3 დეკემბრიდან, 24 დეკემბრის ჩათვლით 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება. შემოსავლების სამსახუხურის...

“ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა“–ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილს იხენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და მათ მეგობრობას...

პარტიების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. "პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,...

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013"...

არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან – დეკანოზი თამაზი მეუფე ნიკოლოზზე

"არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"- დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის iPhone 12 Pro-ს...

მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას – ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ "ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს,...

იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები -ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.როგორც ცერცვაძემ...

რემდესივირი მეგობრებმა გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს?! – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე  ინფიცირების დროს, მის მიერ რემდესივირის გამოყენებაზე საზოგადოების ნაწილის...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო