“სახელმწიფოს მიტაცება არასდროს არ მთავრდება კარგად“–ტომას ჰენდრიკ ილვესი

რუსეთში ათასობით დემონსტრანტი დააკავეს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე. ეს საპროტესტო ტალღა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია უკანასკნელი წლების განმავლობაში. თუმცა, გარდა ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, პოსტ-საბჭოთა რეგიონში სხვა ბევრი პოლიტიკური რყევა ვიხილეთ, მათ შორის გამოსვლები ბელარუსში და ომი ყარაბაღში. როგორ აისახება ეს მოვლენები რეგიონის მომავალზე, რა გავლენას იქონიებს ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე და როგორ აისახება გეოპოლიტიკურ რეალობაზე? ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესაუბრა. ილვესს თანამდებობა 2006-2016 წლებში ეკავა. ქამდე კი, 1996-96 და 1999-2002 წლებში ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ილვესმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოზე.

კითხვაზე – როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა, უნდა ველოდოთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას? რას უნდა ელოდეს საქართველო? ის პასუხობს: 

ახლა მთავრობაში რამდენიმე ადამიანი ბრუნდება, რომლებიც გამოირჩევიან რეგიონის მიმართ მათი ექსპერტიზითა და ცოდნით. მაგალითად, მაიკლ კარპენტერი. ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. Მას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბაიდენის მრჩევლის თანამდებობა ეკავა, როცა ეს უკანასკნელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო. არ ვიცი, რა ადგილზე დანიშნავენ მას, მაგრამ რომელიმე პოზიციაზე იქნება. მას ძალიან კარგად ესმის რეგიონი. ასევე, (ვიქ)ტორია ნულანდს, რომელიც სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა, მტკიცე პოზიციები აქვს რუსეთის, ჩინეთის და უკრაინის მიმართ… ამიტომ ვიცით, რომ ხალხი, ვინც წამყვან პოზიციებზე მოდის, რეგიონს კარგად იცნობს, ჩვენც კარგად ვიცნობთ მათ პოზიციებს, და ეს დამაიმედებელია.

ჩემი რეკომენდაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებში საელჩოები რაც შეიძლება გააძლიერონ.

ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა მისი კარიერის განმავლობაში. პირველად, როცა სენატორი იყო, ომიდან რამდენიმე დღეში, მეორედ უკვე – ვიცე-პრეზიდენტის როლში, ერთი წლის თავზე. 2009 წელს, ბაიდენი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში და ისაუბრა საქართველოს მაშინდელ პრობლემებზე დემოკრატიული განვითარების კუთხით. პრობლემების ნაწილი, რაზეც მან მაშინ ისაუბრა, საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება, მაგალითად – ოპოზიცია ქუჩაში, არადემოკრატიული ტენდენციები. ოპოზიცია იქ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ჩვენ ოფიციალურად ერთპარტიული პარლამენტი გვყავს. გამონაკლისია რამდენიმე ადამიანი პრორუსული პარტიიდან. რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს აღქმაზე დასავლეთში?

დასავლეთში, ჩვენ ძალიან დავიღალეთ იმით, რომ ამ ქვეყნებში ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ საშინელებებს სჩადის. განწყობა შემდეგია: ხუთ წელში მობრუნდით, როცა თქვენ საქმეებს დაალაგებთ. ვფიქრობ, საქართველომ ამაზე უნდა იდარდოს. დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთიღა თუა…

დასავლეთ ევროპაში კოვიდის, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების გათვალისწინებით, ეს აღარაა კრიტიკული საკითხი. აღარ მუშაობს ის, როცა საქართველოს წარმომადგენლები ჩადიან ამ ქვეყნებში და ამბობენ, საქართველო შესანიშნავია, ჩვენ კარგები ვართ და მეორე მხარე ცუდია. ჩემი რჩევა იქნებოდა, მოაგვარეთ თქვენი პრობლემები და აჩვენეთ, რომ კავკასიაში არეულობა არაა.

ახლა ეს ასეა. Საქართველოს ყველაზე ნაკლებად, თუმცა მასაც ნამდვილად სჭირდება რომ წინ წავიდეს. რუსთაველზე დაუსრულებელი დემონსტრაციები ხალხს უქმნის განცდას, რომ იქ ვითარება არასტაბილური და გაუგებარია. ამიტომ ახლა საჭიროა ერთად მუშაობა. როცა თქვენ პრობლემებს მოაგვარებთ, დასავლეთს დაუბრუნდებით, მერე უკვე შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩხუბი.

ოპოზიცია როგორც ვთქვი, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მთავრობას შორის ერთპარტიული პარლამენტის პრობლემის და ახალი არჩევნების დანიშვნის გარშემო, შეერთებული შტატების და ევროკავშირის შუამდგომლობით. ამ ვითარებაში რას ეტყოდით მთავრობას და ოპოზიციას?

რიჩარდ ნიქსონის ციტატაა, რომ პოლიტიკას ერთი წესი აქვს: თუ ახლა თავში ხარ, მერე ქვემოთ იქნები. ამერიკაში რესპუბლიკელებიც გაიგებენ ამის მნიშვნელობას. თუ თავში ხარ და ცუდად მოიქცევი, როგორც რესპუბლიკელები მოიქცნენ, პასუხს აგებ. ამ კუთხით ამერიკის პოლიტიკა დღეს უფრო განსხვავებულია, ვიდრე 25 წლის წინ იყო. ეს პრობლემად რჩება ჩემს ქვეყანაშიც.

თუ დემოკრატია გაქვს, სულ ხელისუფლებაში ვერ იქნები. და სწორედ ამიტომ ჭკვიან მთავრობებს ეს აჩერებთ ხოლმე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

ხელისუფლებაში ადამიანები ზრდასრულად უნდა მოიქცნენ. ოპოზიციაშიც ზრდასრულად უნდა იმოქმედონ, და აღიარონ, თუ მთავრობაში მყოფი ხალხი ინკლუზიურ ნაბიჯებს დგამს, რომ ერთად იმუშაონ. მაგრამ, თუ ხელისუფლებაში მყოფი პირები ოპოზიციას გადაუვლიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება აქვთ და ეს შეუძლიათ, მაშინ შედეგი კარგი ვერ იქნება. ეს მოხდა სწორედ ამერიკის სენატში ბოლო 6 წლის განმავლობაში.

ჩვენ ამერიკისგან ძალიან შორს ვართ დემოკრატიული განვითარებით.

დიახ, მაგრამ როგორც მაგალითი, ისე მომყავს. თუ ხელისუფლებას ბოროტად იყენებ და ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებ, ამაზე პასუხს აგებ. და ვნახეთ, რომ რესპუბლიკელებმა წააგეს არჩევნები, დაკარგეს ორივე პალატა…​

ამერიკის ელჩმა საქართველოში, ერთ-ერთ ბრიფინგზე პრესასთან თქვა, რომ საქართველო წრეზე დადის. ის პრობლემები, რაც ჯო ბაიდენმა გამოყო, რჩება: ოპოზიცია ქუჩაში, ანტირუსული დემონსტრაციის დარბევა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და ა.შ. რჩება და არ იცვლება. რაზე მიუთითებს ეს და როგორ უნდა მოაგვაროს ეს საქართველომ?

პრობლემა ხშირად, [პოლიტიკური] ელიტის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაა, როცა მთავრობას როგორც საკუთარ საკუთრებას, ისე უყურებენ.

ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვიხილეთ.

და ეს არასდროს არ მთავრდება კარგად, ბელარუსი ამის საუკეთესო მაგალითია. თუ ლუკაშენკო ოდესმე დაკარგავს ხელისუფლებას, ის არ დარჩება ბელარუსში. ერთი დღეც ვერ გადარჩება. როცა ძალაუფლებას გადაამეტებ, ეს არასდროს არ სრულდება კარგად.

ამიტომ, ელიტამ უნდა იმოქმედოს და გადაჭრას პრობლემები და გააანალიზოს, რომ რაღაც ეტაპზე, საჭიროა ხელისუფლებას დათმობა. ბევრი მაგალითია, როცა მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა და დგამს ნაბიჯს, რომელიც წინ წასასვლელადაა საჭირო. მაგალითად – (ფრედერიკ დე) კლერკი სამხრეთ აფრიკაში. Სამხრეთ აფრიკას საქართველოს არ ვადარებ, მაგრამ საჭიროა დიდი ლიდერი, რომელიც იტყვის, რომ ცვლილება კრიტიკულია, ამან შეიძლება ჩემი დამარცხება გამოიწვიოს, მაგრამ ქვეყნისთვისაა საჭირო. ამ ნაბიჯის შემდეგ უკვე აღგიქვამენ, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს.

წყარო: ამერიკის ხმა

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო