სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.ამ შინაარსის არის მუხლი, რომლის ასახვაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

“პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას“, – ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

  1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;
  3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;
  4. „პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;
  5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;
  6. „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;
  7. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;
  8. „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;
  9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;
  10. „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;
  11. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;
  12. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხანძარი იყო – გარდაცვლილია 1 ადამიანი

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ახალ დასახლებაში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ საქართველოდანაც მიდის – ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, მმართელი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც...

კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ – ჩარკვიანი ელისაშვილსა და...

"კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ"- ასე მიმართა  თაკო ჩარკვიანმა ლევან...

მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჩაუდგა სათავეში – სერგო ჩიხლაძე

" მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი "შემოქმედი" ჩაუდგა სათავეში "-ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ფორმულანიუსის ეთერში...

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს...

“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

"უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი" - ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა....

ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს "- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი,...

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“-  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო