“სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას” – გენრი დოლიძე “მოქალაქეებს” ტოვებს

პარტია მოქალაქეების წევრი გენრი დოლიძე პარტიას ტოვებს. მისი თქმით, საერთო მიზნისკენ სვლას სხვანაირად ხედავს.

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია “მოქალაქეები”. ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.

ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!.. მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.

ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და “ბინძურ საქმეში” ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად. ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის.

P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ”,– წერს გენრი დოლიძე Facebook–ზე.

შინაარსს ისეთს დაგიმონტაჟებთ, შეიძლება ვერ გაასწროთ აქედან – ზარქუა ჩანაწერებზე

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა არა ბერა...

შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია – “მოქალაქეების” ინიციატივა ჩანაწერებზე

პარტია „მოქალაქეები“ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ისინი ოპოზიციას კომისიის...

9 მარტი: დადასტურდა COVID-19-ის 139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი, ხოლო 10...

კაბუ “მთავარ არხს”: რა ბერას და კაბუს ისტორია, რა შავი სია, ხო არ გამო**ევდით...

რეპერი კახა აბუაშვილი (იგივე "კაბუ") მთავარი არხის ეთერში გასულ თავის ინტერვიუს ეხმიანება და ტელევიზიას...

რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი თურნავას მოადგილედ დაინიშნა

სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი, გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ...

შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში ევროკავშირის მიერ...

მეუფე სტენაფე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს. "სასულიერო პირებს...

იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა – საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

"იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა"- ასე აფასებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო