ტრამპი ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. რა ვიცით ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის შესახებ

აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა გარშემომყოფთათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მემორანდუმშია ნათქვამი, აღარ არსებობს არანაირი ნიშანი რომ ვირუსი აქტიურად მრავლდება. როდის გაუკეთდა ბოლო ტესტი პრეზიდენტს, მკურნალი ექიმის განცხადებაში არ არის ნათქვამი.

შაბათს აშშ–ს პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა – იქიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადიოდა. ტრამპმა შეკრებილებს უთხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და პირობა მისცა, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალე მზად იქნება.

ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ მას შეუძლია ხალხში თავისუფლად გამოჩნდეს, რადგან ის ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. ამ პერიოდში დაგეგმილია ორი დებატი კანდიდატებს – დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის.

 

თეთრი სახლის აივნიდან გამოსვლა პრეზიდენტის სიტყვად ითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ შეიძლება იყოს. ამიტომაც ტრამპი უკვე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის რდოს პოლიტიკურ განცხადებებს თეთრი სახლიდან აკეთებს.

ტრამპმა პირობა დადო, რომ ორშაბათს ფლორიდაში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოვა. კვლევის შედეგებით ამ საკვანძო შტატში არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება ძნელია, არადა ფლორიდის ამომრჩევლის გარეშე თეთრ სახლში მოხვედრა ძალიან რთულია.

ბოლო კვლევებით ტრამპის კონკურენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი მას მცირედით უსწრებს. ABC News/Ipsos–ის კვლევებით ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ 35% იწონებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არა ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობაზე, არამედ შტატების მიერ მიცემულ ხმებზეა დამოკიდებული.

სწორედ ამ სისტემის წყალობით წააგო ჰილარი კლინტონმა 2016 წელს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში მთელი ქვეყნის მაშტაბით ტრამპზე მეტი ხმა დააგროვა.

რა ვიცით ამ დროისთვის ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ

თავად ტრამპმა Fox News –თან ინტერვიუში თქვა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და წამლები აღარ ჭირდება.

ხუთშაბათს შონ კონლიმ თქვა, რომ პრეზიდენტს უკვე შეუძლია საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, მან სამი დღე საავადმყოფოში გაატარა, სადაც დექსამეტაზონით, რემდესივირით და კომპანია Regeneron–ის ანტისხეულების კომპლექსით მკურნალობდნენ.

აშშს დაავადებისა და კონტროლის ცენტრი ათდღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას იძლევა ყველასთვის, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები გამოაჩნდება. სერიოზული სიმპტომებით დაავადებულთათვის კი აუცილებელია ჰოსპიალიზაცია და 20 დღიანი იზოლაცია.

თავად ტრამპი არაერთხელ გამოთქვამდა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნიღბების და სოციალური დისტანციის აუცილებლობის შესახებ.

აშშ–ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ პრეზიდენტის ადმინისტრაცია 26 სექტემბრის შეხვედრის შემდეგაც გააკრიტიკა, როცა პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს ნიღბები არ ეკეთათ და არც სოციალური დისტანცირების წესებს იცავდნენ. თეთრი სახლის წინ მდელოზე გამართული შეხვედრის მინიმუმ 11 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ხშირად წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

 

ცუდი “შეთქმულების” სუნი დატრიალდა ჰაერში, არ მომწონს რაღაც – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰაერში ცუდი...

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,41% იყო — ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19,41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ...

ფოთში პირველ უბანზე ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც...

კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ...

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ, -...

“რუსული ოცნება” – წარწერები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

თბილისში, რამდენიმე ავტობუსი წარწერით - "რუსული ოცნება" მოძრაობს. მმართველი პარტიის რეკლამას სხვა პლაკატი გადააკრეს. დღეს...

კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა

ოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა . ინფორმაციას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის...

დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი – უსუფაშვილი

ლელოს ერთერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს...

საარჩვენო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა

საარჩევნო უბანთან მისულ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, პირადობის მოწმობა დაავიწყდა. ამის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო