ტრამპმა გადაწყვიტა ნიუ იორკში კარანტინი არ შემოიღოს

200

აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ იორკის შტატში კარანტინის შემოღების აუცილებლობა არ დგას. მანამდე გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში შესვლის და გასვლის აკრძალვა ამერიკულ ფასეულობებთან იქნებოდა წინააღმდეგობაში და აბსურდული იქნებოდა.

ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება თეთრ სახლში შექმნილი კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით მიიღეს.

მანამდე ამერიკის ლიდერი აცხადებდა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად შესაძლოა ნიუ იორკში და ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილში კარანტინი შემოეღოთ.

 

მხოლოდ ნიუ იორკში ინფიცირების 52 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. აშშ–ში დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ ამ შტატზე მოდის. ბოლო მონაცემებით კორონავირუსით აშშ–ს 124 600 მოქალაქეა დაინფიცირებული, გარდაიცვალა 2100.

 

ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კარანტინის ნაცვლად ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის მაცხოვრებელს დაჟინებით მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამის შემდეგ სამი შტატის მაცხოვროებლებს აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმაც მოუწოდა 14 დღის განმავლობაში სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ეს არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპანიებში მუშაობენ, მაგალითად კვების მრეწველობაში.

ვითხოვთ შსს-მ ამოიღოს კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს მას მაისური შემოახია – სამოქალაქო აქტივისტი

არკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის მონაწილეებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას...

ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება – კახა კალაძე

"ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც...

კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს  სწავლა დაუფინანსა. ამის შესახებ...

ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

"ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო "- ამის შესახებ  გუბაზ სანიკიძემ ტვ "პირველის"გადაცემა...

“სომხეთში რაც ხდება, ჩვენთვის სახიფათო ნაკლებად არის,თუმცა ჭკუის სასწავლებელია“–პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რთული ვითარება საქართველოსთვის სახიფათო...

დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები – გიგა ბოკერია

სად აპირებს ევროპული საქართველო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებას ოპოზიციური  შეთანხმების მიღმა და სად არის "ევროპული...
video

ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა (ვიდეო)

ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა  ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში სკვერის გახსნის...

სალომე ზურაბიშვილმა 3 თვეში მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

სალომე ზურაბიშვილმა, სამ თვეში სახვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს – მეცნიერების დასკვნა

მელოტი ადამიანები კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ესპანეთის საავადმყოფოში, აღმოაჩინეს რომ დაინფიცირებულ მელოტი ადამიანებს განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ კოვიდ19. როგორც საავადმყოფო აცხადებს, მიზეზი თმის...

შოუ ბიზნესი

ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995...

ვიდეო