უდანაშაულოები ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ -ნატალია ილიჩოვას ღია წერილი ციხიდან

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს.ილოჩოვა ამბობს, რომ მზადაა სიმართლისთვის იბრძოლოს. ღია წერილს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

“პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს, უამრავი წერილი მივიღე, სადაც მხარდაჭერას გვიცხადებენ, ეს ჩემთვის ძალიან ფასეულია. ამ მძიმე დღეებში სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხზე წამოვდექი, ძალა მოვიკრიფე და მზად ვარ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლო. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემს უკან რკინის კარი დაიხურა, და მივხვდი, რომ მძიმე წუთები იწყებოდა. ამას შემდეგ ყოველ დღე ველოდებოდი, რომ კარები ისევ გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდნენ იმ მძიმე ბრალდების გამო, რითაც ერთ წამში წაშალეს მთელი ჩემი ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რაც ჩემს პროფესიას და სამსახურს შევალიე. ცხოვრების შეგნებულ ნაწილს როდესაც სამსახურში ატარებ, მთელ შენს ცოდნას და გამოცდილებას დებ, იმაზე მეტი ხდება ვიდრე უბრალოდ სამსახურია. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ამ ქვეყნის და პროფესიის ღალატი დამწამეს. ჩვენ უდანაშაულო ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ”, – წერს ნატალია ილიჩოვა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "საპატრიარქოს...

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო – თენგიზ...

"ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო "- ინფექციური...

“რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება?” – ცერცვაძე კლინიკაში ნაცნობობით მოხვედრაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას...

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის...

იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! – ელისაშვილი...

"იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!"-...

“პოლიტიკური ინდმეწარმეები, პედოფილიის მხარდამჭერები” – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ. "წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს,...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო