“ფანტასტიური ამბავი, ბრიტანული მეცნიერების ტრიუმფი“– პრემიერი ჯონსონი AstraZeneca –ს  ვაქცინაზე

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ე.წ. ოქსფორდის ვაქცინის შექმნას და დამტკიცებას ბრიტანული მეცნიერების ტრიუმფს და ფანტატიურ ამბავს უწოდებს.

დღეს ბრიტანეთის რეგულატორმა AstraZeneca–ს ვაქცინა მოხმარებისთვის დაამტკიცა.

“ახლა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავცრით რაც შეიძლება სწრაფად“– დაწერა პრემიერმა ტვიტერზე.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა. ქვეყანამ 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანეთმაPfizer и BioNTech–ის ვაქცინაც პირველმა აღიარა, შეუკვეთა და ვაქცინაცია უკვე დაიწყო, ჯამში შეკვეთილი რაოდენობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად იქნება საკმარისი.

ვაქცინა 2020 წლის დასაწყისში შემუშავდა, ცდები კი პირველ მოხალისეებზე აპრილში დაიწყო. შემდეგ ტესტირებაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.  Pfizer и BioNTech –ის ვაქცინისგან განსხვავებით AstraZeneca–ს შესანახად არა – 70 გრადუსი, არამედ ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაც საკმარისია, ამიტომ მისი ტრანსპორტირება უფრო ადვილი იქნება. ბევრად დაბალია მისი ფასიც – ის 2 დოლარს არ აღემატება.

AstraZeneca აცხადებს, რომ შეუძლია კვირაში 2 მილიონ დოზამდე აწარმოოს. ბრიტანეთმა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე აცრა 600 000–ზე მეტი ადამიანი.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა ბიბისი–სთან ინტერვიუში ვაქცინის დამტკიცებას ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.

“2021 წელი შეიძლება იქცეს იმედისა და აღდგენის წლად, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ როგორ შეიძლება პანდემიის დასრულება“.– თქვა მან.

ბრიტანეთში ბოლო დღეებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა – დღეღამეში 53 000 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

AstraZeneca–ს პრეპარატით ვაქცინაცია ორშაბათს, 4 იანვარს დაიწყება.

მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჩაუდგა სათავეში – სერგო ჩიხლაძე

" მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი "შემოქმედი" ჩაუდგა სათავეში "-ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ფორმულანიუსის ეთერში...

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს...

“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

"უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი" - ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა....

ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს "- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი,...

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“-  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას...

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

"ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ"  – ეს განცხადება...

აპირებდა საქართველოს დატოვებას რუსეთის მიმართულებით – შსს კასპში დაკავებულ თავდამსხმელზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით,...

საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო და შეხვიდე პარლამენტში –...

ან უნდა დაარწმუნო საერთაშორისო პარტნიორები რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეხვიდე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო