ფოთში პირველ უბანზე ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც ხმის მისაცემად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ.

“ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები როდესაც ამომრჩეველი, რომელიც მივიდა ხმის მისაცემად, მაგალითი არის ფოთში პირველი საარჩევნო უბანი, აღმოაჩინა რომ მას უკვე ხმა ჰქონდათ მიცემული, უკვე ის ადამიანები ხელმოწერილები და დაფიქსირებული იყვნენ იმ სიაში. ასეთი შემთხვევები სხვაგანაც არის როგორც ჩანს და ამას თუ მასიური ხასიათი ექნა, ეს არის სერიოზული პრობლემა”,-განაცხადა კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ხობში, 12-ე სკოლასთან სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით აშინებს.

“გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებას. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გამგებლები, სკოლის დირექტორები, აშკარად უბნის წინ იმ 25 მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით, რომელიც კანონით არის დადგენილი ეწევიან აგიტაციას და რაც მთავარია, ემუქრებიან ამომრჩეველს და ეუბნებიან, რომ მივიდნენ ხმა მისცენ ქართულ ოცნებას, თორემ მათ სოციალურ დახმარებას წაართმევენ.

კონკრეტული მაგალითი ამასთან დაკავშირებით გვაქვს ხობში, 12-ე უბანთან, სადაც სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, რომელიც გამგებლის და არის, ხალხს აშინებდა სოციალური დახმარების მოხსნით”,-თქვა კაპანაძემ.

სუს-მა გაბუნიას თვალთვალში ბრალდებულის რეალური ვინაობა დაადგინა და ბრალი დაუმძიმა

სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ...

100-დან 10 რესტორანი თუ გაიხსნება, უნდა გაგვიხარდეს – გასტრონომთა ასოციაციის ხელმძღვანელი

''თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. "-...

ხო ააყვავეს ქვეყანა, ახლა წამოწვებიან და ჩუსტებით იტანტალებენ – ელისაშვილი მთავრობაზე

"ხო ააყვავეს ქვეყანა, ახლა წამოწვებიან და ჩუსტებით იტანტალებენ "-  ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში,...

ხმების დაკლების გამო რომ არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია – ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხმების დაკლების გამო პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის...

ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების აღება ნონსენსია – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების აღება...

ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარი იქნება – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფომ პირველი ხარისხის ფქვილზე ფასი...

ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი გახლავთ კოვიდსასტუმრო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდსასტუმროებია. გაბუნიას ინფორმაციით,...

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო