ფრენების შეზღუდვის გამო მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს.მშობლები დახმარებას ითხოვენ

მშობლები რომელთა შვილებიც გულის მძიმე დაავადებებს ებრძვიან, იმ ერთადერთი ქირურგის ჩამოსვლას და ქვეყანაში შეფერხების გარეშე შემოსვლას ითხოვენ, რომელსაც მათი შვილებისთვის საჭირო ურთულესი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. შვეიცარიაში მცხოვრები ქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი იშვიათ ოპერაციებს აკეთებს, რომელზეც პასუხისმგებლობას კარდიოქირურგების უმეტესობა ვერ იღებს. ამიტომ პაციენტებისთვის ექიმის ქვეყანაში ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვების მშობელთა ნაწილი კლინიკა „ღია გულთან” შეიკრიბა. ისინი შესაბამის უწყებებს თორნიკე სოლოღაშვილის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლის უზრუნველყოფას თხოვენ.

პატარა პაციენტების უმეტესობას მძიმე დიაგნოზი აქვს. მათთვის ყოველი წუთი და  დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ქირურგის ჩამოსვლა მისი კარანტინში მოთავსების შემთხვევაში აზრს კარგავს. ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და პროფესიით მუშაობს. ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და ჟენევის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. აქვე 2018 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო.36 წლის ასაკში არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, და ასეულობით ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

როდის მოიხსნება ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები  ამას ზუსტად ვერავინ ამბობს. ვიდრე  ქირურგი ქვეყანაში ჩამოსვლას  შეძლებს, მისი პაციენტები მშობლებთან ერთად დღეებს ითვლიან და უმძიმეს დაავადებას ებრძვიან. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე ქირურგის საქართველოში ჩამოსვლაზეა დამოკიდებული.

რუსულ ვაქცინას ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია, შედეგები გამოქვეყნებული არ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ რუსულ ვაქცინას, ფართომასშტაბიანი, მესამე...

მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს – კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხდებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის...

მთავრობა ავტომობილების განბაჟებას 2021 წლის მარტამდე გადაავადებს

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილება 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება და არ მოხდება...

“საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?“–ოქრუაშვილი ვაკეში ლელოს კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილებაზე

“ლელოს“ გადაწყვეტილებას, ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძის დაყენების შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა....

სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გახარიამ...

“ამერიკა დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,ნატოსთან დაახლოებაში“–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის ფონდის და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს...

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა....

სხვა სიახლეები

ახალციხის სასამართლოსთან სავარაუდოდ მარიხუანა იზრდება

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება. მცენარის ათობით ძირი ადგილზე "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროკომენტარს არ აკეთებს.

ჯანმრთელობა

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო