ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული – აბაშიძე

რემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ინტერვიუს ეხმიანება. მისი თქმით, ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.

“საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

აფხაზეთის მთავრობა ხაინდარავას ფილმს 200 ათასი ლარით დააფინანსებს –

აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო"...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 23 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000...

ევროპულ საქართველოს სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი შევთავაზეთ – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ საერთო სიის დაკომპლექტება და...

საარჩევნო აჟიოტაჟის შემდეგ, ლარის კურსი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება...

თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა – თეონა თამაზაშვილი

ჩემთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება...

“ვფიცავ, პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს” – ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა

ბელარუსის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაცია საიდუმლოდ გამართა. არჩევნებსა და მის გამარჯვებას როგორც...

მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს არ განვიხილავთ – პროკურორი

" ჯერჯერობით, პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ, არ განვიხილავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს...

გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის მამაკაცია და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 25 პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 76 წლის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო