ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არის – აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე, არ წამოეგონ პროვოკაციებს და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმების და კანონის ფარგლებში. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

”ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

აზერბაიჯანის სახელწმიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობება მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არის. ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.

ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ, ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით გააკეთონ. არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა”. – წერია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ნიკა...

თუ ჩხარტიშვილმა გამოააშკარავა, რაც ხდებოდა ციხეებში, ჯილდო უნდა გადაეცეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ტვ პირველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების...

ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 2 პირი. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი...

ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას...

ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის, ქართველი ხალხი – გამარჯვებისთვის — სააკაშვილი

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე წარადგინა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს...

ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა იცის და...

გადასატანი ყუთის მისაღებად ცესკო არ არეგისტრირებს იმ პირებს, რომლებიც არ აწყობთ – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ბრიფინგზე აცხადებს, რომ ცესკო გადასატანი ყუთის მისატანად...

მიხეილ სააკაშვილს ნულოვანი შანსი აქვს, გახდეს პრემიერი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერობის ნულოვანი შანსი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო