შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მისივე თქმით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან.

“ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთოერთობები სტაგნაციას განიცდის. პირიქით, ჩვენი ურთოერთობები არის ძლიერი, რომელიც ყოველ წელს უფრო ძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, ისიც, რომ ორი კვირის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იყო და მხარს უჭერდა საქართველოს წევრობას და ალიანსის შიგნით საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას.

ჩემთვის სასიამოვნი იყო ისიც, რომ ნატოს ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო, საითკენ უნდა წავიდეს ალიანსი. იყო რეკომენდაცია საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოების შესახებ. ასე რომ საქართველო ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე და ამას ვხედავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი ავღანეთში, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს გაძლიერებულ თავსებადობას, მზაობას, რაც ასე ღირებულია ალიანსისთვის.

საქართველომ ნამდვილად ჩადო ინვესტიცია დროის, რესურსებისა და პესონალის სახით, რათა ყოფილიყო იქ ნატოსთან ერთად. თქვენ მართალი ხართ, ჩემი აზრით, რუსეთის მზარდი აგრესია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მქონდა საშუალება მომენახულებინა ფოთში სანაპირო დაცვის შტაბი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. არამხოლოდ იმის გამო რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არამედ უფრო მეტად იმ მზაობისთვის, თუ რისი გაკეთება სურთ. ალიანსის შიგნით საზღვაო კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით, საზღვაო წვრთნების რაოდენობის გაზრდით. ეს ყველაფერი ეხმარება ნატოს, ეხმარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვრები”, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის...

დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება–ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ  კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო...

ქართულ ოცნებას მივმართავ, მზად ვართ, შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცლებს. მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს და ქართულ...

პროკურატურა ტაქსის მძღოლს 25 ლარის გაყინული პელმენის ქურდობას ედავება

ტაქსის მძღოლს 25 ლარის პელმენის ქურდობას ედავებიან. მას 1–დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტაქსის მძღოლი...

რა პრინციპით განაწილდება COVID-19-ის ვაქცინა – ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

მთავრობამ დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ...

თუ ეკონომიკა არ გაიხსნება, გადავიჩეხებით, ეს მონობა გადასაგდებია – ჯაფარიძე

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, თორემ ქვეყანა...

ყველაზე ადრე მოსალოდნელია ფაიზერის ვაქცინის შემოტანა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში პირველად ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მალევე კი მას...

სცენიდან გასვლა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ენმ-სთან ბრძოლით არასდროს დავიღლები – წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ როცა ადამიანი ასაკში შედის, სცენიდან უნდა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო