შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. უწყებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ შაქარაშვილის ტრავმები გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას. ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს”, –  აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობადობის და გამოცდილების კუთხით ენმ-ს სია ოცნების სიაზე უკეთესად გამოიყურება – ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად...

ისნის მეტროსთან ქვეითს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

ქუთაისში, მაღაზია “ორ ნაბიჯში” მამაკაცი დანით შეიჭრა

ქუთაისში, მაღაზია ორ ნაბიჯში მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა და სიცოცხლის მოსპობის სანაცვლოდ თანხას, სიგარეტებსა...

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა, 34 – თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში,...

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. ის ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

ინფიცირების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ...

მილანი, ვარშავა, სტამბოლი, კიევი, მინსკი – ოქტომბერში ამ ქალაქებში გაფრენას შეძლებთ, ჩამოფრენას – ვერა

საქართველოს ავიაციის სააგენტო ოქტომბრის თვის რეგულარულ და ჩარტერული ფრენების განრიგს ავრცებს. 24 სექტემბრის მონაცემებით,...

სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და ბავშვებმა სწავლა საკლასო...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო