შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმიტომ გვაქვს, რომ ცოტა ადამიანი მივიდა ტესტირებაზე – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევების დაბალ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ დღესასწაულების პერიოდში ტესტირებაზე ცოტა ადამიანი მივიდა.

“ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.

ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად ​დადებითობის მაჩვენებელი ​კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 2 795 ტესტით კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2469 ადამიანი, ხოლო 31 – გარდაიცვალა.

სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო – აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე

აშშ–ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მკაფიოდ საქართველოს...

“არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა“ – სანდო ბარამიძე...

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ...

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ – ისინი თალაკვაძეს ხვდებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე...

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 22 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა...

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი კი...

ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წევრი არასდროს იყო. "ჩვენი,...

თელავში 28 წლის ქალი მოკლეს, თანმხლები მამამაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ...

გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი! – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. "გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო