შსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ორი პირი – ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ – ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ.

მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, აკაკი კობალაძეს და აკაკი ხუსკივაძს აბსურდული ბრალი წაუყენეს.

სავადმყოფომდე მიმიყვანეთ ხალხი არ ხართ? – სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქეს სუნთქვის უკმარისობა აქვს

სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებული, მოქალაქე სალომე კვარაცხელია საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს რადგან მას სუნთქვა უჭირს,...

შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილი

"შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე "-  "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში...

ილიჩოვას ​ღარიბაშვილისგან სიგელი და ​გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული – მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მისი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა...

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის – ძიძიგური

პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, - ამის...

დიახ კმაყოფილი ვარ – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე

დიახ, კმაყოფილი ვარ, - ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ...

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ – კარლ ჰარცელი

"ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ"- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის...

“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა. მისი...

კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

"კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა "- პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო