ჩემი ცხოვრება ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს: სიცარიელით სავსე – თინა ხიდაშელი

ჩემი ცხოვრება ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს: სიცარიელით სავსე – თავდაცვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა  ხი­და­შე­ლი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი ცხოვ­რე­ბა ბოლო სამი თვის მან­ძილ­ზე ორი სი­ტყვით შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს – სი­ცა­რი­ე­ლით სავ­სე!

დიახ, შესაძლოა უცნაურ სიტყვათა კომბინაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთია ის – სამთვიანი სიცარიელით სავსე! რომელსაც ყოველ დილით უკვე ოთხმოცდამეათედ გადაწერილი წამლების განრიგის, ან სისხლის ანალიზების, ან კიდევ რომელმე სხვა მსგავსი პროცედურების წარმატებით მართვის გეგმა და მერე საღამოს გადახაზული ფურცელი ახარებს. ზუსტად იგივე, რაც 45-ე ან 67-ე დღეს იყო. მაგრამ მაინც, ყოველ დილით საგანგებო გულმოდგინებით თავიდან ვგეგმავ.

იცით რას ნიშნავს სიცარიელით სავსე დღეები?
– არაფერი რომ არ ხდება,
– საერთოდ არაფერი იცვლება,
– საერთოდ გამქრალია დინამიკა,
– ყოველი დღე ზუსტად წინას იდენტურია, ამინდიც კი უინტერესო და არაფრის მთქმელია; მაგრამ ამასობაში ყოველ საღამოს სახლში ვბრუნდებით რაღაცის მიღწეულის განცდით დაღლილი, კმაყოფილი, წელში გამართული.

რატომ გიყვებით ამას. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სამწუხაროდ მხოლოდ მე არ მიდგას ამგვარი სიცარიელით სავსე დღეები. დღევანდელ საქართველოში სწორედ ამ სიცარიელით სავსე დღეების “მიღწევები” და შემდეგ მათზე ტელეეკრანებიდან საუბრები მაშინებს ყველაზე მეტად.

თუ კარგად დააკვირდებით ზუსტად იგივე ხდება გარეთ, ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, ექსპერტები, უკლებლივ ყველა ამ სიცარიელით სავსე სპირალშია ჩართული და შედეგიც სახეზეა – გაჩერებული, უფუნქციო, გამოწვევებსა და სირთულეებთან განკლავება უუნარო ქვეყანა.
თუ ეს სიცარიელე არ დავძლიეთ გამოსავალი არ იქნება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანა კიდევ უფრო დიდი სიჩქარით იმოძრავებს განწირულის გზაზე.

რა თქმა უნდა, მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც იმის რისკის ფასად, რომ რა თქმა უნდა აუცილებლად წავიქცევი, მაგრამ თუ არ ავდგები და არ ვცდი, სიარულს თავიდან თუ არ ვისწავლი შესაძლოა ვეღარასოდეს გავიარო, და არ ღირს თუნდაც მორიგი წაქცევის შიში სიარულზე უარის თქმად.

ქვეყანასაც რისკიანი, მათ შორის შესაძლოა წაბორძიკებისა და წაქცევის რისკის ფასად, ახალი სიცოცხლე, სიცოცხლით სავსე დღეების გამრავლება ჭირდება დასადგურებული სიცარიელის ნაცვლად! მხოლოდ აქ არის შესაძლო მორიგი წარმატებების და გამარჯვებების ფორმულა!”-წერს თინა ხიდაშელი.

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის...

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს -...

26 წლის გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა – გამყრელიძე სინოფარმზე

"ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა"- ამის შესახებ, დაავადებათა ...

ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა " - ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ...

იმედგაცრუებული ვართ – სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“...

მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო...

ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...