ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია – გომელაური

“ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან! მინდა პატივი მივაგოთ და გავიხსენოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები, რომლებიც ერთგულად ემსახურენ ქვეყანას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პლაჟზე დისტანცია უნდა იყოს დაცული, პირბადის ტარებას არავინ დაგავალებთ – გამყრელიძე

"კორონავირუსის გადადება წყალს ნამდვილად არ უკავშირდება, წყლით არ გადაგედებათ კორონავირუსი. არც გარუჯვის დროს, მზისგან...

ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის...

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი იპოვეს

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძეს პოლიცია...

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

ურეკში სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე...

სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

2021 წლის, 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ...

სოლოლაკში 11 წლის მოზარდს ეძებენ

სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძე დაიკარგა, მას ამ წუთებში პოლიცია და ოჯახის წევრები...

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...