ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ჩვენ არ გვჭირდება ფურთხება, კვერცხების სროლა – ერეკლე კუხიანიძე

ქართული ოცნების პროპორციული სიით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი და მომღერალი ერეკლე კუხიანიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიხიტს ეხმაურება და ამბობს, რომ არ ეთანხმება იმ ქმედებებს, რაც მის ჩამოსვლას და სასტუმროსთან განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.

აქვე, კუხიანიძე მის მიერ გრიბოედოვის ძეგლიდან საპროტესტო წარწერის – “რუსეთი ბოროტებაა” წაშლის მოტივს განმარტავს და ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა.

“დიდი ხანია მიდის “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ნარატივი, რომ რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება… მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ თქვენ პოლიტიკურად, მშვიდობიანად უნდა დაალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა. ეს არის სიტყვები, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. შენ თუ რამეს ისეთი არ შესთავაზე რომელზეც ის წამოვა, არაფერი არ გამოვა.

იგივე გავრილოვის ღამე, ექიმ ვაჟა პროვოკატორის გადასვლის მცდელობა და იქ რაც მოაწყო და თუ გნებავთ გავშლი დეტალურად…

გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ “ნაციონალებმა” იცოდნენ ერთი წლით ადრე, აბსოლუტურად ცნობილი იყო, ვინ იყო ეს კაცი. ეს კაცი იყო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად იცოდნენ, რომ დაჯდებოდა ზუსტად იმ სკამზე, რომელზეც დაჯდა. ვიცით რომ ეს კაცი არის ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცით რომ, როცა ტარდება სხდომა, რა დასკვნა უნდა, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ეტიკეტი ნახეთ და დაინახავთ, რომ ვისაც მიჰყავს სხდომა, ის ჯდება იმ სავარძელში. ამიტომ, ეს არის დემაგოგია. ეგენი რა ხალხია იცი? ბოდიში და რომ იცოდნენ რომ დედამისს გაუპატიურებას უპირებენ, აცლის და მერე ატეხავს ამბავს. შე კაი ადამიანო, რომ იცი რომ ჩაჯდება, ის ამით შეურაცხყოფას მოგაყენებს, წინასწარ გამოდი და თქვი რა.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარტივები და უტვინოები. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ჩვენ არ გვჭირდება ფურთხება, კვერცხების სროლა, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა, რომ არ დაიღუპოს ჩვენი ხალხი, მუხლებზე არ დაგვაყენონ, რომ ჩვენი თავებით ფეხბურთი არ ითამაშონ და ამას აკეთებს რუსეთი, შენ თუ იმას მტრობ,“ – ამბობს ერეკლე კუხიანიძე.

კუხიანიძე 2019 წელს სკანდალში აღმოჩნდა იმის გამო, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია]

შემმდეგ პოსტში კი თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. სოციალურ ქსელში ამ საკითხზე ის შემდგომშიც აქტიუროობდა და  ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

თბილისის საკრებულოს წევრის  შეურაცხმყოფელ და მადისკრედიტებელ პოსტებს წინ უძღოდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება და ხელისუფლების დადანაშაულობა არაეფექტიან მოქმედებაში, რის გამოც, მათი აზრით, ექიმი ამ ტყვეობაში რჩებოდა.

კუხიანიძის განცხადებების გამო თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში...

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო