ცერცვაძე: მესი იცრება სინოფარმით, როგორ ფიქრობთ, არ მიუწვდება ხელი სხვა ვაქცინაზე?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკული ჩემპიონატ “კომა ამერიკისთვის” 50 ათასი დოზა სინოფარმის ვაქცინა შეიძინეს.

მისივე მტკიცებით, “ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი სინოფარმის ვაქცინით აიცრება.

“ამერიკაში ტარდება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. მათ ჰყავთ თავიანთი ფედერაცია, როგორც ევროპაში UEFA. მათ გადაწყვიტეს, რომ შეჯიბრებაზე დაუშვან მხოლოდ ის ნაკრებები, რომლებიც იქნება ვაქცინირებული მომსახურე პერსონალის ჩათვლით. მათ შეიძინეს 50 ათასი დოზა რომელი ვაქცინა, რას ფიქრობთ?  – სინოფარმი. მათ თავისუფლად შეეძლოთ, შეეძინათ ნებისმიერი ვაქცინა, მათ შეიძინეს სინოფარმი.

მათ შორის, მსოფლიოში დღეს ლამის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ლეო მესი ოფიციალურად იცრება სინოფარმის ვაქცინით. მას პერსონალურად ბარსელონაში თვითმფრინავით ჩაუტანეს სინოფარმის ვაქცინა. როგორ ფიქრობთ, მესის არ მიუწვდება ხელი ნებისმეირ სხვა ვაქცინაზე? მაგრამ, მან გადაწყვიტა, რომ აიცრას სინოფარმით”,– თქვა ცერცვაძემ ტვ “იმედის ეთერში”.

მისივე განცხადებით, საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიანიჭებს ავტორიზაციას თუ არა.

ჯერჯერობით მესის და არგენტინის ნაკრებს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა უცხოური მედიასაშაულებების ცნობით, მესი არა “სინოფარმით”, არამედ “სინოვაკით” აიცრება.

მეუფე იობის რეზიდენციაში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სურამისა და...

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...