ციხის თანამშრომლის მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა პატიმარმა თავი მოიკლა – ინსპექტორი

ციხის თანამშრომლის მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა პატიმარმა თავი მოიკლა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა.  გამოძიებით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა.

2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის.

პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით, №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში თავი მოიკლა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეუფე იაკობი აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ...

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

"ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა...

ზურა ჯაფარიძე იმნაძის, გამყრელიძის და ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით...

23-ში დაბადების დღეა, იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...