ძალიან კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც წავა ქართული პოლიტიკიდან – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ისურვებდა, თუ ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილიც წავიდოდა.

“თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ”,– თქვა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით რეალური კონკურენცია დაიწყებოდა და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნებოდათ.

“ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის – დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა – მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია – ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის.

ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას. ამის შემდეგ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესში– კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სექს-მუშაკებს ტრანსპორტით ემსახურებიან – ფორმულას გამოძიება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით...

ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – ომბუდსმენი

"პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება...

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან...

ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება –...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება რა დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს...

ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში – ჯაფარიძე 24 იანვრის დაგეგმილ აქციაზე

"ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში "- ამის შესახებ,  "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა...

ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს

ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს. პარტიის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 58 კმ- ში,...

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი და ამერიკელი თოქ-შოუების  წამყვანი ლარი კინგი 87  წლის ასაკში...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები დაუშვებლად გამოაცხადოს კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ჯანმოს განცხადებით...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო