წალენჯიხა, ხონი, ქედა, კასპი – ხანძრის 11 კერა, რომელსაც ამ დრომდე ვერ აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ.

სამეგრელო:

  • წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.
  •  ჯვარი, სოფელი მუჟავა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
  •  წალენჯიხა, სოფელი სქური – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
  •  მარტვილი, სოფელი ბალდა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

იმერეთი:

  • წყალტუბო, სოფელი ზარათი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
  •  ხონი, სოფელი ძეძილეთი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა.

აჭარა:

  • ქედა, სოფელი ბზუბზუ – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 ერთეული სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:

  • ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ – იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით.
  • ცაგერი, სოფელი ჩქუმი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
  •  ცაგერი, სოფელი ლაილაში – კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის, ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი შემადგენლობა და 1 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

შიდა ქართლი:

  • კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.
    უწყების ცნობით, ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

“ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”,– წერია უწყების განცხადებაში.

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცისილწამების კანონი უნდა არსებობდეს

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დავით ზილფიმიანის აზრით, ქვეყანაში ცილისწამების კანონი უნდა არსებობდეს.  ამის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო