წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წვრთნა ქართული ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიღწევადი გახდეს. ამის შესახებ პრემიერმა მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ არის მნიშვნელოვანი გაგრძელება წვრთნების ციკლის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი თავსებადობის ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფების. როდესაც მე აქ ვხედავ 2 ათას 800-მდე სამხედრო მოსამსახურეს, წარმომიდგენია, როგორი ეფექტიანი და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას გვესმის, რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.

წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარისკაცების მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე აშშ-ის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები ჩვენს ჯარისკაცებს აძლევთ შესაძლებლობას, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათთან თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,- განაცხადა გახარიამ.

როგორც ის აღნიშნავს, ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჯარისკაცის ვალდებულება. მადლობა ღირსეული მსახურებისთვის“,- განაცადა გახარიამ .

ცნობისთვის, „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ 4 ქვეყანასთან ერთად – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებს მონაწილეობას.

“ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

მომღერალი  და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან...

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები,...

ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი...

8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 8 წელი ინფრასტრუქტურის "ფორმაში მოსაყვანად" საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით,...

ვადასტურებ, ჩემი მთავრობა შეეხო თითოეულ ოჯახს, გაუჩნდა შუქი, გამოიხედა თვალებში – სააკაშვილი კალაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ "არ არსებობს...

ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე...

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "არ არსებობს სფერო, სადაც არ არის...

“ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა

პარტია ევროპულმა საქართველომ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა. ახვლედიანმა წარდგენისას განაცხადა, რომ რადიკალური ცვლილებების...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო