წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების 17-ვე მეორე ტურში მათი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს.

„როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი; – ევროპული საქართველო – 5 მანდატი; – ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი; – მოქალაქეები – 2 მანდატი; – ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი. შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. მოგვიანებით გაგაცნობთ მეორე ტურის დაზუსტებულ შედეგებს“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო” – ბარაკ ობამას ძაღლი, ბო ობამა მოუკვდა

"ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო" - ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას  ძაღლი, ბო...

წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი "- ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვანისა და...

მეუფე ანტონი მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა – ვიდეო

7 მაისს, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვანისა...

ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს – ხვიჩია ნიკა მელიაზე

"ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს"-ასე გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ევროკავშირის...

გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა – ოქრიაშვილი

"გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა"- ასე ეხმაურება, პარტია, ''პროგრესი და თავისუფლების''...

დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა – პროკურატურა ნიკა მელიას გირაოზე

"დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა" -  ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის, გირაოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი...

მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა – ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე

"მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ევროკავშირის...

მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს – ვაშაძე გირაოს გადახდაზე

"მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...