წლის სიმღერის ნომინაციაში გრემი სიმღერას–”I Can’t Breathe” გადაეცა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხება

გრემის ჯილდო წლის სიმღერის ნომინაციაში მომღერალ  H.E.R.–ის მიერ შესრულებულ სიმღერას – “I Can’t Breathe” გადაეცა. სიმღერა პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ეძღვნება. წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის გრემი ბილი აილიშმა მიიღო ბონდის შესახებ შექმნილი ბოლო ფილმის სიმღერისთვის. გრემი მიიღეს ლედი გაგამ, არიანე გრანდემ და ბიონსემაც. კატეგორიაში “საუკეთესო ახალი მუსიკოსი“ ამერიკელმა რtპ–მომღერალმა, Megan Thee Stallion–მა გაიმარჯვა.

 

“მინდა იმ ტკივილზე ვილაპარაკო, რომელსაც მხოლოდ შავკანიანები განიცდიან“ თქვა H.E.R.–მა სიმღერაზე, რომელიც ჯორჯ ფლოიდს და მოძრაობა Black Lives Matter–ის პროტესტს მიეჯღვნა, რომელმაც ამერიკა მოიცვა.

“I Can’t Breathe” – ანუ “ვერ ვსუნთქავ“ არის უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც 46 წლის მამაკაცმა წარმოთქვა, როცა დაპატიმრებისას პოლიციელმა კისერზე მუხლი დააჭირა და იმდენ ხანს ეჭირა, სანამ ფლოიდი არ გარდაიცვალა. ამ ფაქტს რასიზმის და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ მთელ ამერიკაში პროტესტი მოჰყვა.

 

ტეილორ სვიფტმა გრემი წლის საუკეთესო ალბომისთვის მიიღო. “Folklore”–ს მანამდე მუსიკალურმა კრიტიკოსებმა მომღერლის დისკოგრაფიაში ერთ–ერთი საუკეთესო უწოდეს. ეს ტეილორ სვიფტის რიგით მერვე ალბომია.

ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა, ბილი აილიშმა რამდენიმე გრემი მიიღო, მათ შორის ერთ–ერთი პრესტიჟული კატეგორია – წლის საუკეთესო ჩანაწერი სიმღერისთვის  “Everything I Wanted”, ასევე ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმის მთავარი სიმღერისთვის.

 

 

გასულ წელს აილიშმა ხუთი გრემი აიღო – მათ შორის საუკეთესო დებიუტის, საუკეთესო სიმღერისა და საუკეთესო ალბომისთვის.

ნომინაციაში – ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერა, აილიშთან ერთად მისმა ძმამ, ფინეას ო კონელმა გაიმარჯვა.

19 წლის აილიში ყველაზე ახალგაზრდა მომღერალია, ვინც ბონდიანასთვის სიმღერა ჩაწერა. ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმის გამოსვლა 2021 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. დენიელ კრეიგმა ამ ფილმში ბონდის როლი უკანასკნელად ითამაშა.

 

 

კატეგორიაში –საუკეთესო ახალი შემსრულებელი გაიმარჯვა ამერიკელმა რეპ მუსიკოსმა Megan Thee Stallion.

ლედი გაგამ და არიანა გრანდემ ჯილდო ერთობლივად ჩაწერილი სიმღერისთვის “Rain on me” – მიიღეს კატეგორიაში საუკეთესო დუეტი ან ჯგუფი.

კატეგორიაში საუკეთესო   R&B შესრულება სიმღერისთვის “Black Parade” გრემი მიიღო ბიონსემ. ამიერიდან მას უკვე გრემის ჯილოდების რეკორდული რაოდენობა – 28 გრემი აქვს.

წინა რეკორდის მფლობელი ქანთრის მომღერალი ელისონ კრაუსია, რომელმაც 27 გრემი მიიღო. მამაკაცებს შორის რეკორდს ინარჩუნებს ინგლისელი დირიჟორი გეორგ შოლტი, რომელსაც გრემის 31 ჯილდო აქვს.

აშშ–ს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, გრემის 63–ე ცერემონიალი მაყურებლის გარეშე, ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდა. არტისტები ხუთ სცენაზე გამოდიოდნენ, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იყო განლაგებული.

კანადელმა შემსრულებელმა, The Weeknd, რომლის სინგლი,  “Blinding Lights” ჰიტ–აღლუმებში ლიდერობს, ალბომი After Hour კი გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ჩარტებში რჩება, გრემიზე ნომირებული არ ყოფილა და მას ბოიკოტი გამოუცხადა.

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო