ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინფორმაციით სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას.

მწვანე ალტერნატივის განცხადებაში ნათქვამია, რომ “2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის  გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო.

ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება.

ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს. პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის

წინ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს “ICOMOS- ის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს  “ICOMOS-ი” რაიმე სახით პროექტის წინასწარ კვლევებში იყო ჩართული, რადგან ეს  სიმართლეს არ შეესაბამება.

ქვეშეთი -კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს. პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შეტანილია სარჩელები სასამართლოში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით.

ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება. პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც  475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი  გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება.“– აცხადებს მწვანე ალტერნატივა.

მთავრობა ავტომობილების განბაჟებას 2021 წლის მარტამდე გადაავადებს

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილება 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება და არ მოხდება...

“საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?“–ოქრუაშვილი ვაკეში ლელოს კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილებაზე

“ლელოს“ გადაწყვეტილებას, ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძის დაყენების შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა....

სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გახარიამ...

“ამერიკა დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,ნატოსთან დაახლოებაში“–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის ფონდის და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს...

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა....

ბაჩალიაშვილის ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია – რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია , - ამის შესახებ, 23 წლის პროგრამისტის,...

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ...

სხვა სიახლეები

ახალციხის სასამართლოსთან სავარაუდოდ მარიხუანა იზრდება

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება. მცენარის ათობით ძირი ადგილზე "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროკომენტარს არ აკეთებს.

ჯანმრთელობა

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო