“ხან მიშას აქებ, ხან ბიძინას აქებ, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ?”–გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას დაპირისპირება ეთერში(ვიდეო)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო ბლოკის წევრ, გუბაზ სანიკიძეს შორის “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიას გაღიზიანება გუბაზ სანიკიძის განცხადებამ გამოიწვია. გუბაზ სანიკიძე აცხადებს რომ ბიძინას ოპოზიციის ერთობის არ ეშინია და ერთადერთი ადამიანი რომლისაც მას მართლა ეშინია არის მიხეილ სააკაშვილი.“ არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?”– თქვა გუბაზ სანიკიძემ.

“რვა წელია ვეჯაჯგურებით ბიძინას, ვერაფერი ვერ ვუქენით. ხალხო, უნამუსოს ნამუსზე ნუ ელაპარაკებით. მე მიმაჩნია, რომ არც ერთი ჩვენთაგანის არ ეშინია ბიძინას, სამჯერ მეტი რომ დავჯდეთ, არ ეშინია, ჩემი ჩათვლით, მას დედამიწაზე ეშინია ერთადერთი კაცის დედამიწაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა სანიკიძემ.ამ განცხადებებმა ნიკა მელიას პროტესტი გამოიწვია. მან გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის ერთობაში “ხინჯის შეტანის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მათ შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

“შენ, გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ პარტიებს შორის, არის მიუღებელი ჩემთვის. რა გინდა, მოგზავნილი ხომ არ ხარ, ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე? ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას აქებ, ხვალ პეტრეს შეაქებ, ზეგ პავლეს, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ახლა ამ ქვეყნის მტრები? ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე ” – უთხრა ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს.

“შენ დაბადებული არ იყავი, ბოლშევიკებს რომ ვებრძოდი, გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას… გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას, ლაპარაკი გაასწორე, რა დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სუყველას ” – უპასუხა სანიკიძემ.

“ომში ვართ, რა გავაკეთოთ, მოგზავნილი ხომ არ ხარ, რა გინდა, რას ემსახურება შენი საუბარი. მე ყოველდღე მაქვს საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, არავინ არ არის ერთობის მომხრე ისე, როგორც არის სააკაშვილი. იქცევი როგორც პროვოკატორი… ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე და როგორ უნდა მოიქცე… რომელ უბანთან იყავი, რომელი ხმა დაიცავი, რომელი მუშტი მოგხვდა, რა გააკეთე არჩევნების დღეს” – მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი “ოფისიდან არ გამოსულა” და ოპოზიცია “წრეზე დადის რვა წელიწადია”.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, გუბაზ სანიკიძე და მელია სტუდიიდან გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მელია უკან დაბრუნდა და კვლავ გუბაზ სანიკიძის განცხადებებზე ისაუბრა: “ვინც ეცდება ოპოზიციურ ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები მისი მტერი, ვინც არ უნდა იყოს და მე ვარ დღეიდან მტერი გუბაზ სანიკიძის, რომელმაც ეს იკადრა. ბრძოლის ველზე ვართ, ომში ვართ, გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც იზამს შიდა”.– თქვა მელიამ.

 

ნინო სუხიშვილი პოლიციას მადლობას უხდის

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მთავარი პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი პოლიციას ფეისბუქით უხდის მადლობას. მიზეზი დანაშაულის გახსნაა,...

ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ...

დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხეობაში ისევ არ...

დაპირება არ შესრულდა - რკინის ჯებირები აიღეს თუმცა "რიონის ხეობის მცველებს"  ხეობაში კვლავ არ...

საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია.  მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 46 მოსამართლე დანიშნა – სია

დღეს 17 ივნისს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე საბჭომ თანამდებობაზე 46...

“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ვიოლა ფონ კრამონი

"კლანის" არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას - ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი...

ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლე, შვილიშვილი მურუსიძის ცოლის ნათლული. კი ბატონო ვიცხოვროთ ასე –...

"ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. "- იუსტიციის საბჭოს...

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას "სლოვანში"...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...