ამ ეტაპზე ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია – Wizz Air თურნავას განცხადებაზე

“ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია”-  უნგრული ავიაკომპანია, Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს რითიც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება და არ ადასტურებს თურნავას მიერ გავრცელებულ განცხადებას.  Wizz Air -ის კომუნიკაციების დირექტორმა, ანდრას რადომ, “მთავარი არხის” კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრენების აღდგენას გამორიცხავს.

“Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე”, – თქვა ანდრას რადომ.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გუშინ, 4 მარტს განაცხადა, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განახლდება შემდეგი მიმართულებით :

  • უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – კვირაში 2 სიხშირით;
  • “ფლაი დუბაიმ” – კვირაში 4 სიხშირით;
  • “ეარ არაბიამ” – კვირასი 2 სიხშირით.

ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება

  • “ბუტა ეარვეისი” – კვირაში 3 სიხშირით;
  • “ეარ ასტანა” და “ფლაი არისტანი” – ყაზახეთის ავიახაზები.

Wizz Air ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენეზე ნებართვების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია, დაიწყება თუ არა ფრენები, არ აქვთ.