არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის – ეუთო

ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა ზეწოლის შესახებ ცნობებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლამ.

ეუთო/ორიდი მიუთითებს, რომ არჩევნებზე ტექნიკური საკითხები ეფექტურად იყო მართული, მიუხედავად ახალი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებისა, თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლების დომინირებამ საარჩევნო კომისიებში ნეგატიურად იმოქმედა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეზე.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან და რთულ არჩევნებზე დაკვირვებაში. მე მივესალმები ძალისხმევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაწულიყო წინასაარჩევნო სამზადისის დროს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გადაწყვიტეს, ხმა მიეცათ საარჩევნო უბანზე ახალი კორონავირუსის პირობებში”. – თქვა  ეუთო/ოდირის კოორდინატორმა და საარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევნების ადმინისტრირების საკითხებში მიღწეული წარმატებისა, არსებობს ხარვეზები და მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები.