აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს კიდევ ჩუქნის

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს კიდევ ჩუქნის.

,,საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის “სურსათი პროგრესისთვის” ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავემხაროთ ქვეყანას პანდემიის დროს”, — თქვა დეგნანმა.

ელჩი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყანა პანდემიის პირობებში ხორბლის ექსპორტს კრძალავს, აშშ მეგობარი ქვეყნებს დახმარების გზებს ეძებს.

“აქ, საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას”, – ამბობს ის.

აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო.