ბათუმში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სკოლის მასწავლებელს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულს 2 სკოლასთან ჰქონდა შეხება. შემხებლობა კი  მხოლოდ კოლეგებთან ჰქონდა.

“პედაგოგს ორ სკოლასთან ჰქონდა შეხება, მაგრამ ერთ შემთხვევაზე გახლავთ საუბარი”, – განაცხადა ნინა ეფაძემ.

მასწავლებლის კონტაქტები ამეტაპზე უკვე  მოძიებულია და  მათი PCR ტესტირება მიმდინარეობს.