გამორიცხულია მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი – კობახიძე

“ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და გამორიცხულია, მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი” – ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტია შარლ მიშელის შეთნხმებას აღარ დაუბრუნდება და გამორიცხულია, რომ მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოაწერონ ხელი.

“რაც შეეხება შეთანხმებას, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არათუ არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს, თუნდაც, დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ბუნებრივია, ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდეს”, – ამბობს კობახიძე.