გუშინ ჩაატარეს 12000 ტესტი და იყო 158 ინფიცირებული, დღეს 9000 ტესტი – 152 ინფიცირებული – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე წერს, რომ დღეს მთავრობამ ცოტა ტესტი ჩაატარა და შესაბამისად, ინფიცირებულიც გუშინდელთან შედარებით ნაკლები იყო.

“გუშინ ჩაატარეს 12000 ტესტი და იყო 158 ინფიცირებული. დღეს ჩაატარეს 9000 ტესტი და ჰყავთ 152. ცოტა ტესტი ჩაატარეს და ცოტა ჰყავდათ. და მერე თქვეს – ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღოო. ანუ, ხალხი დებილი გგონიათ და იმაზე გაქვთ გათვლა, რომ პროცენტი ვერ გამოყავს ერს?”,– წერს კაპანაძე.

კაპანაძე აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის ვერ ამარცხებს.

“აპრილ-მაისში 20-30 რომ იყო და მთელი ქვეყანა დაკეტეთ და ეკონომიკა დაღუპეთ და ქულები ჩაიწერეთ, კორონა დავამარცხეთო, ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ ვერ დაამარცხეთ, რიცხვებით მანიპულირებით აპირებთ ისევ ქულების ჩაწერას?

აგერ ნახავთ, როგორც დაამთავრებთ”,– ამბობს სერგი კაპანაძე.

სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 – ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.