ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამბობს, რომ იცის, როგორ გაუჭირდა ხალხს.

“მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ხდება სიღარიბის გადალახვა, არის ის რომ საქართველომ შეაჩერა [ეკონომიკური] ზრდა. ერთადერთი რაც გააძლიერებს და წინ წაიყვანს საქართველოს და თითოეულ ქართველს, ერთადერთი რაც ამოასუნთქებს ჩვენ ხალხს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩემს დროს 4–ჯერ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ბოლო 8 წელიწადში აბსოლუტურ მაჩვენებლებში ის შემცირდა”,– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 10 მილიარდი ინვესიტიციის შემოტანა შეუძლია.