ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე – ჩიხლაძე

“ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე”- სტრატეგია აღმაშენებლის ერთი-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე.

“დაწყებული გვაქვს მუშაობა. მსგავსი შეხედულებების პოლიტიკურ ძალებთან გვექნება კონსულტაციები. მაგრამ ორგანიზებული პოლიტიკური ძალების გარდა მოლაპარაკებები გვაქვს პოლიტიკურად, საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებებთან, რომლებიც შესაძლოა შემოუერთდნენ სტრატეგია აღმაშენებელს, გაიზიარონ ეს იდეები. უახლოეს მომავალში ამაზე მოგახსენებთ მეტ დეტალს. დაახლოებით ვიცით, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ”. – თქვა სერგო ჩიხლაძემ.