“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ კომპრომისის აუცილებლობას“–აშშ–სა და ევროკავშირის საელჩოები ოპოზიცია–ხელისუფლების მოლაპარაკებებზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შესახებ  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას.“– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის ხელი მოაწეროს ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს.

ოპოზიციის უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი დოკუმენტის ამ ვარიანტს ხელს არ მოაწერენ.