მაქვს “iPhone 11 PRO” ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე “iPhone 12”- მეუფე ნიკოლოზი

“მე მაქვს iPhone 11 PRO ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12”-  ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) ტვ “პირველის” ეთერში განმარტა თუ რატომ აქვს ძვირადღირებული ტელეფონი iPhone 11 PRO. მისი თქმით  კამერა არის ადამიანის იარაღი ხოლო ამ კონკრეტულ მოდელს აქვს გადიდების ფუნქცია და ამიტომ სჭირდება.

„კამერა ეს არის იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს კამერა და ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელი ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ, მაქვს რომ გადიდების ფუნცია აქვს, ლინზა არ სჭირდება ადრე ლინზით ვიღებდი. შემიძლია ეხლა გადაგიღოთ და ხმაც ჩაიწერება, თორემ სხვა ტელეფონით შორს უნდა წავიდე, რომ მთლიანად გამოჩნდეთ – აი ამიტომ მიჭირავს ეს ტელეფონი ხელში. ბოლო მოდელი არ მაქვს, ბოლო გამოვიდა IPHONE 12 , მე მაქვს IPHONE 11 PRO“ – განაცხადა მეუფემ

ცნობისთვის, “iPhone 11 PRO” 2019 წლის სექტემბერში გამოვიდა და მისი ამჟამინდელი ფასი 4059 ლარს შეადგენს.