საქართველოს ხელმძღვანელობას EU-ში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის – ლავროვი

“საქართველოს ხელმძღვანელობას EU-ში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებითაა შემდგარი. ისინი ადასტურებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, მაგრამ ესმით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს შეწყვიტოს იყოს ქვეყანა, რომელიც თავისი პროდუქციით არის ცნობილი.[…]ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. აღარაფერს ვამბობ იმ მოთხოვნაზე, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აღიარონ ევროკომისიის ყველა საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ასე შემდეგ” – თქვა მან.