MAGA-ს ბლოგერები უკრაინის მიმართ დამოკიდებულებას იცვლიან-The Telegraph

MAGA-ს ბლოგერები უკრაინის მიმართ დამოკიდებულებას მისი წარმატებული დრონული შეტევებისა და ირანთან ომში აშშ-ისთვის გაწეული დახმარების გამო იცვლიან —წერს  The Telegraph

გამოცემის ცნობით, ტრამპის გავლენიანი მხარდამჭერების ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უკრაინას „მტერს“ უწოდებდნენ და კიევისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა რუსეთზე უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

მათი პოზიციის შეცვლაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. MAGA-ს ინფლუენსერმა ლორა ლუმერმა (https://t.me/uniannet/196582), რომელმაც ღამე უკრაინულ ბომბსაფარში გაატარა, აღიარა, რომ ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ომი არ ადარდებდა. პოზიცია შეიცვალა მემარჯვენე კომენტატორმა ტიმ პულმაც (https://t.me/uniannet/196765), რომელმაც პუტინს „ბოროტი დიქტატორი“ უწოდა.

კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება უკრაინულმა სამხედრო ტექნოლოგიებმა მოახდინა. აშშ-ის სახმელეთო ძალების მინისტრმა დენ დრისკოლმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემა Delta, რომელიც დრონებს, სენსორებსა და საცეცხლე საშუალებებს ერთიან ქსელში აერთიანებს, მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკულ ანალოგებს. ახლა აშშ უკრაინული დრონების შეძენასა და ერთობლივი წარმოების განვითარებას გეგმავს.

ცალკე არგუმენტად იქცა ირანთან ომიც. The Telegraph-ის თანახმად, ვაშინგტონსა და MAGA-ს წრეებში ყურადღება მიაქციეს მოსკოვის მიერ თეირანისთვის გაწეულ დახმარებას, მაშინ როცა უკრაინა აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას უზიარებდა. შედეგად, კიევს სულ უფრო ხშირად აღიქვამენ არა როგორც დახმარების მთხოვნელს, არამედ როგორც ტექნოლოგიურ და სამხედრო პარტნიორს.