მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი – კობახიძე მერაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ვანო მერაბიშვილის აქტივობას ახალციხეში, პასუხობს, რომ მერაბიშვილს მადლობას გადაუხდიან.

კობახიძის თქმით, მერაბიშვილის მიერ ენმ-ს მხარდამჭერების მობილიზება ქართული ოცნებისთვის კარგი რეკლამაა.

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს ჩვენ მადლობას გადავუხდით. ეს არის ჩვენთვის რეკლამა და პირი. მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.